თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გუშინ საფრანგეთის ქალაქ მეცში გამართულ თურქული დიასპორის მიტინგში მონაწილეობა მიიღო.
„ნიდერლანდები დემოკრატიის დედაქალაქია, ოღონდ ბრჭყალებში. დიახ, ბრჭყალებს ვსვამ იმიტომ, რომ ახლა ეს ფაშიზმის დედაქალაქია", - განაცხადა მინისტრმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ანკარასა და რიგ ევროპულ სახელმწიფოებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.
„თურქეთსა და ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს შორის დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, საფრანგეთი მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.