logo_geo
eng_logo
მევლუდ ჩავუშოღლუ: ნიდერლანდები ახლა ფაშიზმის დედაქალაქია
- +

13 მარტი. 2017. 16:15



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუ ჩავუშოღლუმ გუშინ საფრანგეთის ქალაქ მეცში გამართულ თურქული დიასპორის მიტინგში მონაწილეობა მიიღო.


ნიდერლანდები დემოკრატიის დედაქალაქია, ოღონდ ბრჭყალებში. დიახ, ბრჭყალებს ვსვამ იმიტომ, რომ ახლა ეს ფაშიზმის დედაქალაქია", - განაცხადა მინისტრმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ანკარასა და რიგ ევროპულ სახელმწიფოებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.


თურქეთსა და ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს შორის დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, საფრანგეთი მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner