logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხალხი და პროვოკატორები
- +

13 მარტი. 2017. 17:09



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ბათუმში მომხდარ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხალხი და პროვოკატორები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროტესტი დაიწყეს ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა და გააგრძელეს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან უცბად აღმოცენებულმა პროვოკატორებმა. გამოძიება მიმდინარეობს და რთული არ იქნება ამ პირების იდენტიფიცირება. ამ წუთებში ბათუმში სიმშვიდეა. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გმობს ვანდალიზმს, მაგრამ ასევე საუბრობს საპატრულო პოლიციის მხრიდან გახშირებულ (უმიზეზო) ჯარიმებზე, რასაც ბოლო დროს ერთგვარი ანგარიშსწორების სახე ჰქონდა", - წერს ინაშვილი.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner