ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აქციის შემდეგი მიყენებული ზარალის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, სავარაუდო ზარალი 15 000 ლარია, ყველაზე დიდი ზიანი კი ქალაქის შუქნიშნებს მიადგა.
ქალაქში უკვე აწესრიგებენ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას. ცნობილია, რომ ჩატარდება ტენდერი, რომელიც დაზიანებული შუქნიშნების თავიდან დაყენებას უზრუნველყოფს.