logo_geo
eng_logo
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში სისხლის სამართლის 142 საქმეა
- +

30 მარტი. 2016. 12:48



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში სისხლის სამართლის 142 საქმეა. აღნიშნული მონაცემები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშშია ასახული, რომელიც სუს-ის შექმნის - 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.



ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 29 საქმეზე დაიწყო - მათ შორის, ქრთამის აღების - 14, თაღლითობის - 5, მითვისების ან გაფლანგვის - 3, კომერციული მოსყიდვის - 2, სამსახურებრივი სიყალბის - 2, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 1 ფაქტზე და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. დაკავებულია 16 პირი.



სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კორუფცია ხელყოფს საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას, აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის, "ელიტური კორუფციის" პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს", - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში, რომელიც ლევან იზორიამ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner