ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი საქმიანობის გარდა, სხვა პროცესებში ვერ იქნება ჩართული.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება, როგორ შეიძლება, სხვა საქმიანობაში იყოს ჩართული?! ყველა პირი, რომელიც პირდაპირ და ირიბად სამართალდარღვევასთან დაკავშირებულია, სამართალდამცავები თუ ჩათვლიან საჭიროდ, უნდა დაhკითხონ", - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.