logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: „რუსთავი 2“-ს რაღაცნაირი ვნება აქვს დაჩაგრულის ხარჯზე არსებობის
- +

13 მარტი. 2017. 21:15


 

„რამდენიმე დღის წინ „რუსთავი2"-ის კოლექტივმა თავად სცნო, რომ ქონება ხალვაშს წაართვეს და მას რამდენიმე მილიონის კომპესაცია შესთავაზეს", - ამის შესახებ მხატვარმა შოთა გლურჯიძემ „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც გლურჯიძე აცხადებს, „რუსთავი2"-ის მხარდამჭერები სიცრუის და ცილისწამების უფლებას იცავენ

 

„ტელევიზიის ტექნოლოგიებში საკმაოდ ჩახედული ვარ და გეტყვით, რომ თანხა, რაც მათ დაასახელეს - 4 მილიონი ახალი ტელევიზიის ასაშენებლად სავსებით საკმარისია. მაგრამ მათ სურთ სხვის ქონებაზე იყვნენ, რაღაცნაირი ვნება აქვთ წართმეულში, ნაქურდალში, დაჩაგრულის ხარჯზე არსებობის, მხოლოდ და მხოლოდ ამას ვხედავ. ესეც წესებს გარეთაა. თანაც, ხომ ვიცით, ვინც არის ამ არხის რეალური მეპატრონე, რომელსაც საკმაოდ დიდი ფული აქვს, ვგულისხმობ, ოდეს-ტურფას. მილიარდობით დოლარის პატრონია და მაინც უნდა საწყალი აქიმიძესთვის წართმეულზე გაიხაროს. „რუსთავი2"-ის მხარდამჭერები სიცრუის და ცილისწამების უფლებას იცავენ. გაწვნენ კარვებში და ერთ ამბავში არიან. ჩემთვის ეს მორალურად, აბსოლუტურად, მიუღებელია, რადგან მე ზნეობრივი კატეგორიის ადამიანი ვარ. რადგან კონსტიტუციით ასეა, გააგრძელონ სიცრუე და ცილისწამება, ოღონდ, ქვეყნის კონსტიტუციაში ისიც გვიწერია, რომ საკუთრების უფლებაც უზენაესია", - განაცხადა გლურჯიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner