„აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ აღიარებს 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.