logo_geo
eng_logo
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა
- +

13 მარტი. 2017. 22:41



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეში ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. დაწესებულება ადვოკატებმა და საქმის პროკურორმა უკვე დატოვეს.


როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დეკანოზმა საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. მათი თქმით, პროკურატურა დაინტერესდა როგორც ციანიდის საკითხით, ასევე თანხით, რომელიც დეკანოზმა ბანკიდან კრედიტის სახით გამოიტანა.


ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ახალი ჩვენებიდან გამომდინარე იკვეთება გარემოება, რომ წმინდა სინოდის წევრებიც დაიკითხონ. თუმცა, რამიშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.


დაცვის მხარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალდებას. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, გიორგი მამალაძე დასმულ შეკითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა. მისივე თქმით, მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.


ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 11.00 საათიდან მიმდინარეობდა. გაგრძელდება თუ არა სამომავლოდ ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner