„ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„გუშინდელი ღამის შემდეგ, იმედი მაქვს, გონიერ ხალხს კითხვები აღარ დარჩა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაიყო ენმ" , - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ლაშა ბერულავას შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ჩერგოლეიშვილიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვალს" და „განაყოფმა რა დააშავა", ტაბულას რედაქტორი პასუხობს:
„რასაკვირველია, არათუ დააშავა, არამედ შეიტენა ის რაც გუშინ ხდებოდა, საკუთარი „სოლიდარობით".
ამ უმსგავსობაზე პოლიტიკური ხელის მოთბობა მხოლოდ უკიდურესმა იდიოტმა და მავნებელმა შეიძლება სცადოს".