logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: იამაყეთ გამორჩეულობით და იმ მისიით, რომელიც გაკისრიათ ქართველობისას!
- +

13 მარტი. 2017. 23:49



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს ახმეტის ბაზარში დამბალხაჭოს ვარჩევდი და აღმოვაჩინე, რომ ამ რამდენიმე წელიწადში მისი დამზადება მოსახლეობაში შემცირდა მიუხედავად იმსა, რომ ამ დელიკატესის პოპულარობა გაიზარდა. ასევე აღმოვაჩინე, რომ დამბალხაჭოს ბევრი უკვე შებოლვის გარეშე ამზადებს.

ფშავლებო, ხევსურებო, სვანებო, თუშებო, კახელებო, გუდამაყრელებო, მეგრელებო, იმერლებო, მესხებო, ქართლელებო, მოხევეებო, ლეჩხუმლებო, აჭარლებო, იმერლებო, მთიულებო, რაჭველებო, ჩემო კარგო ქართველებო, თქვენ ხართ საქართველო დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ანუ ხართ გამტარები წარსულსა და მომავალს შორის. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ მისიას და შეინარჩუნეთ თქვენი ადათ-წესები და ტრადიციები, არ დაივიწყოთ, არ დაამახინჯოთ, არ „დაატიუნიგოთ" ის რაც პაპა-ბებოებისგან მიიღეთ, ეს მხოლოდ საკვებს არ ეხება, ეხება ყველაფერს, რიტუალებს, წესებს, ჩვეულებებს, ძველებურ ტრადიციებს, დიალექტებს თუ ენებს. იამაყეთ გამორჩეულობით და იმ მისიით, რომელიც გაკისრიათ ქართველობისას", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner