logo_geo
eng_logo
ბესიკ დუღაშვილი: როცა ეთერში იხდი, ნუ მათქმევინებ, რა პროფესიის გამოდიხარ!
- +

30 მარტი. 2016. 13:12



მხატვარი ბესიკ დუღაშვილი მერსი სულხანიშვილისა და დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:


 

თუ გინდა გახდე პოპულალური, უნდა იყო შენივე საქმის დიდოსტატი!

ხელოვნების ზენიტამდე უნდა გქონდეს აყვანილი შენი შემოქმედება...

მე ვიცნობდი ხელოვან ფეხბურთელს, ხელოვან ზეინკალს, ხელოვან ელქტრიკოსს... ბევრს, ძალიან ბევრს... როცა ხარ მხატვარი, შიშვლდები და ასე ხატავ იაფფასიან პოპ-არტს, მხატვარი კი არა ნუდისტი ხარ!

 

 

როცა ვინმეს უწვები სპექტაკლში ან კინოში როლის მისაღებად (საბოლოო ჯამში მაინც) პუტანა ხარ! როცა ეთერში იხდი, ჟურნალისტი, ან ტელეწამყვანი არ ხარ... ნუ მათქმევინებ, თავად იგულისხმე რა პროფესიის გამოდიხარ!

 

 

p.s. დებატებში პოლიტიკოსი და ეს X სუბიექტი ვინც დასვა, არც ისაა პროდიუსერი!..", - წერს მხატვარი.



ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ მსჯელობა ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილსა და დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს შორის კამათში გადაიზარდა. გადაცემა "პრიორიტეტის" სტუმრები, საინიციტივო ჯგუფის იმ ინიციატივაზე მსჯელობდნენ, რომელიც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.



დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ოჯახს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას განსაზღვრავს. დეპუტატის განცხადებით, ის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ერევა, თუმცა ფიქრობს , რომ მათი ქორწინება მიუღებელია.



ჟურნალისტმა დეპუტატს მიმართა და განაცხადა, რომ ომარ ნიშნიანიძეს არ აქვს უფლება მიუთითოს საზოგადოებას რა არის სწორი და რა არასწორი. მერსი სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი საარჩევნოდ პოლიტიკური ქულების მირების მიზნით დაიწყო.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner