ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება იმ ქმედებებს უკავშირდება, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
სანქციები 150 პირსა და 37 კომპანიას შეეხება. მათ შორის არიან მილიარდერები, ბიზნესმენები და სახელმწიფო სათათბიროს წევრები. ამკრძალავი ზომები მოიცავს ანგრიშების გაყინვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე მათ შესვლაზე აკრძალვას. ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლის მარტიდან დაუწესა.