logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩხირკვია: ვადასტურებ, რომ გამრიცხეს, მაგრამ უფრო გამემიჯნენ…
- +

14 მარტი. 2017. 00:21


 

ირაკლი ჩხირკვია, რომელიც ენმ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხეს, ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.


„ყველას პირადში ვერ გიპასუხებთ. ვადასტურებ, რომ გამრიცხეს, მაგრამ, ალბათ, უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია!

გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან ალბათ, ვერ ვხვდები, საიდან გამრიცხეს? (თუ პარტიის საიტზე ონლაინ რეგისტრაციას არ ჩავთვლით)

- დამშვიდდით! დრო ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს!

- ნუ ღელავთ, ჩემო მეგობრებო, ნუ ღელავთ! ის რომ ამდენი წლის პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, არსად არასდროს მეჭირა არავითარი პარტიული თანამდებობა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ბევრად მეტი მიზანი და ბევრად უმთავრესი იდეა, ვიდრე რაიმე სახის თანამდებობა შეიძლება იყოს!!!

- იდეა ერთია და მას ჰქვია "ერთიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო" და ამ იდეის გახორციელებას შევეწირები, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო!!!

 

p.s. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ! ზოგს შეგრცხვებათ, ზოგი ბოდიშს მომიხდით, მაგრამ მე არაფერს არ მოვითხოვ თქვენგან! მიყვარხართ ყველა, ვინც ახლა განიცდით", - წერს ირაკლი ჩხირკვია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner