logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის თემაა
- +

30 მარტი. 2016. 13:14


 

,,რესპუბლიკელები" კოალიციიდან გამსვლელები არ არიან", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.  



დეპუტატის შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის თემაა.



,,მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე არაჩვეულებრივს იტყვიან ისინი. იტყვიან იმას რაც თქვეს აქამდე. კოალიციიდან ისინი გამსვლელები არ არიან. მე მგონია, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა. ეს მიღებულია პოლიტიკაში და საბოლოოდ შევთანხმდებით. მათ საუბარი აქვთ კვოტებზე და სხვაზე არაფერზე. თუმცა მთავარია სახელმწიფო ინტერესები არ გადავწიოთ უკან", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner