logo_geo
eng_logo
ტატო ცეცხლაძე: ძალოვანი უწყებების ქცევა ჩემთვის იყო გამაოგნებლად პოზიტიური
- +

14 მარტი. 2017. 01:44



ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელშ ეხმაურება:

 

„7 საათის მანძილზე ვიყავი აქციაზე. პოლიციის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არ მახსოვს. მახსოვს 2007 და 2011 წლების დარბევები. ფაქტია იგივე პოლიცია და სპეცრაზმია რაც იყო, მაგრამ ამჯერად მეგონა ევროპიდან ჩამოიყვანეს-თქო.

 

ჯერ მოუწოდეს დაეტოვებინათ ტერიტორია და არ გაეწიათ წინააღმდეგობა. ჟურნალისტებს ხელს არ უშლიდნენ (ერთადერთი პოლიციელის მხრიდან მახსოვს „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს უთხრა გადი თავი დაგვანებეო). სხვა მხრივ აგრესია არ იყო. მაქსიმალურად არააგრესიულად დაატოვებინეს ყველას ტერიტორია. რაც შეეხება დაკავებებს, ცემა-ტყეპით ჩაყარეს რამდენიმე პირი ავტომანქანებში, მაგრამ ის, რაც გააკეთეს აქციის მონაწილეებმა, იმასთან შედარებით მოფერება იყო.

 

მოკლედ, ძალოვანი უწყებების ქცევა ჩემთვის იყო გამაოგნებლად პოზიტიური" ,- წერს ცეცხლაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner