logo_geo
eng_logo
მერაბ ჭიქაშვილი: ბრძოლები მორჩა! განათლებით უნდა წავიდეთ წინ!
- +

14 მარტი. 2017. 03:11


 

„საზოგადოებას ძალიან ბევრ რამეს ვეკითხებით, მაგრამ არა იმას რაც საჭიროა. პრეზიდენტს ვინ გაურეცხავს ნასკს ამაზე კი არ უნდა ვდაობდეთ, არამედ ვინ როგორ არის პასუხისმგებელი. მინდა რომ ჩემი არჩეული მემსახურებოდეს ბოლომდე მე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული არის ადამიანის, საზოგადოების თავისუფლება", - ამ სიტყვებით ეხმაურება მსახიობი მერაბ ჭიქაშვილი პრეზიდენტის არჩევის შესახებ მოსალოდნელ ცვლილებებს. როგორც ჭიქაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, მისთვის ყველაზე ღირებულია საზოგადოების თავისუფლება. პარტია „ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერს მუხრან ბურჭულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როდესაც ბურჭულაძემ სიტყვის თავისუფლებაზე დაიწო საუბარი ჭიქაშვილმა შემდეგი ტექსტით მიმართა:

 

„სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობთ და ის თუ გახსოვთ „იბერიას" რა უქნეს?! „იმედს" რა უქნეს?! „ობიექტივს"?! 167 ბიჭი მოკლეს, მაშინ რატომ არ თქვი?! სიმართლე უნდა ილაპარაკო! ბრძოლები მორჩა! განათლებით უნდა წავიდეთ წინ!", - ამ სიტყვებით მიმართა ჭიქაშვილმა ბურჭულაძეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner