logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე რისი მკისრებლები არიან!..
- +

14 მარტი. 2017. 03:25



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის "ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი განცხადებას, რომ ბათუმში აქციაზე შემთხვევით მოხვდა, შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

 

„ისემც დაგიმშვენდა ეგ მატყუარა ცხვირი, უკვე ძალიან გაგეზარდა და იწვები პაწაწინა კაცუნა. როცა ნახეს მთელმა ქვეყანამ გადაუარათ „შემთხვევით მოხვდნენ". მთელი ცხოვრება ყველას არწმუნებდნენ ქართველი ხალხი როგორი ჩამორჩენილი და კანონის უგულებელმყოფელი იყო თითქოს და ეს ნაცმოძი, რომ არ არსებულიყო თურმე აქ ერთმანეთს დავხოცავდით. ბათუმში გამოჩნდა რეალურად რა პოზიცია დაიკავა ამ ქვეყნის მოსახლეობამ, რომელმაც წარმოუდგენელი ეთობა აჩვენა უკანონიბასა და ძალადობასთან. ასევე კარგად გამოჩნდა ნაცმოძრაობა, მათი რეალური სახე, რაზე წავიდნენ, რა იკადრეს და რისი მკისრებლებიც არიან ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ...", - წერს ცაგურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner