logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის შემთხვევა, როცა მთავრობის წევრები ალბათ უნდა გაჩუმდნენ...
- +

30 მარტი. 2016. 13:23

 

 

ეს არის შემთხვევა, როცა მთავრობის წევრები ალბათ უნდა გაჩუმდნენ და დაეხმარონ კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს", რომ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ", - განაცხადა კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს" საქმიანობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.



მთავრობის მეთაურმა საკვები პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა იმ საქმისთვის, რომელსაც საქართველოში, კერძოდ, რაჭის რეგიონში ახორციელებს.



 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გუნდის მოტივაცია, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი მასშტაბი მიიღოს, დღეს არის გაათმაგებული. ეს არის საპილოტე პროექტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მისი პოტენციალი არის ასმაგი, ვიდრე დღეს გააჩნია. მოდელი, რომელიც თქვენ დანერგეთ არის ყველაზე თავსებადი ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების კულტურასთან და თითოეული ადამიანის მოტივაციასთან, რომელიც ამ პროექტში არის ჩართული. ზუსტად ეს არის მოდელი, რომელიც წვრილ მეწარმეს უნარჩუნებს მესაკუთრის ამბიციას და ამავე დროს იძლევა საშუალებას დაინერგოს საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები. ასევე იძლევა დაფინანსების და მასშტაბების ეკონომიის საშუალებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" 2008 წელს ქართველი და შვეიცარიელი დამფუძნებლების მიერ შეიქმნა. კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი საკვები პროდუქტების წარმოება შვეიცარული სტანდარტის მიხედვით. კომპანიაში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 53 ადამიანს შეადგენს. კომპანია ხორცისა და რძის პროედუქტებს აწარმოებს და აქვს საკუთარი საფირმო მაღაზიები გახსნილი.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner