logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: შს მინისტრი ხულოში ჩავიდა. ძალიან კარგია! მაგრამ...
- +

14 მარტი. 2017. 12:38


 

„შს მინისტრი ხულოში ჩავიდა. ძალიან კარგია! ...მაგრამ, ძალიან ცუდია, რომ საქართველოში მინისტრების რეგიონებში გასვლა რაღაც აღსანიშნავ ფაქტად მიგვაჩნია (ბოლოს რაც თვალი მოვკარი ეკონომიკის მინისტრი იყო სადღაც და ინფრასტრუქტურის)..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.


„მინისტრებო და განსაკუთრებით მაჟორიტარო დეპუტატებო, ჩინოვნიკებო, ბევრს გიყვართ წუწუნი - პიარი არ ვარგაო, ხოდა ყველაზე ეფექტური პიარი იცით რა არის? პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან! ხშირად იარეთ და შეხვდით მოსახლეობას. არ შეგეშინდეთ კრიტიკის, პირველ ეტაპზე ბევრ უსიამოვნო და ზოგჯერ შესაძლოა უსამართლო ბრალდებებიც მოისმინოთ. მაგრამ, დამიჯერეთ, ხალხთან კონტაქტების რაოდენობა შეამცირებს ამ კრიტიკულ განწყობებს, თქვენც მეტს გაიგებთ და მოსახლეობაც. ეს გამოიწვევს კომუნიკაციის გაუმჯობესებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის და ორივე მხარეს ტონუსში გამყოფებთ. ბევრი იარეთ, ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თქვენთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის!" - წერს უძილაური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner