logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: სუს-ი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ნომერ პირველ საფრთხედ აღიქვამს!
- +

30 მარტი. 2016. 13:24



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიორგი ბარამიძეს მიმართა "ვწუხვარ, რომ ეს შთაბეჭდილება დაგრჩათ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაუღალავად ებრძვიან ტერორიზმს და თქვენ ამ შედეგებს არასერიოზულად აღიქვამთ".


კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას არ ჰყავს უსაფრთხოების სამსახური.



"ვწუხვარ, რომ ეს შთაბეჭდილება დაგრჩათ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაუღალავად ებრძვიან ტერორიზმს და თქვენ ამ შედეგებს არასერიოზულად აღიქვამთ. მე მინდა, ჩემი თანამშრომლების სერიოზული მუშაობა დავაფასო და პატივი მივაგო. შეიძლება, ჩემი გამოსვლა არ მოგეწონათ, მაგრამ ისინი თავისი ქვეყნის სამსახურში არიან, სერიოზულ საქმიანობას ეწევიან და, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მე მგონი, ყველა თანახმა უნდა ვიყოთ, რომ დავაფასოთ მათი შრომა.



ამასთანავე, ლევან იზორია საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკასაც გამოეხმაურა.



"შეიძლება ჩემი სიტყვები დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ ანგარიში ნამდვილად დამაჯერებელია და სუს-ი ნომერ პირველ საფრთხედ სწორედ იმ საფრთხეს აღიქვამს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან მომდინარეობს", - განაცხადა იზორიამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner