For.ge ის მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ახლა მომწერა მეგობარმა - „ახლა ბათუმში ველაპარაკე სანათესავოს, მთელი ერთი საათი - ნაცები და „კაგებეშნიკები" (მოსკოვიდან ჩამოსული, აქ ასლანას დროს ნამუშევარი ტიპები) ერთი თვეა ამზადებდნენ ამას და შსსშიც თავისი ხალხი ჰყავთო. მთელი თვეა ნაგლად ვრცელდება ხმები: „თათრებს" გვეძახიან და ავტონომიის გაუქმება უნდათო", წერს იაკობაშვილი.