logo_geo
eng_logo
საქართველოს „JAMIROQUAI“ ეწვევა
- +

14 მარტი. 2017. 14:20



საქართველოს „JAMIROQUAI" ეწვევა. „JAMIROQUAI" ბათუმის ჯაზ-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე 27-30 ივლისს გაიმართება. მის ფარგლებში ამჯერადაც მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.


2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: „JAMIROQUAI", JOSS STONE, „DE LA SOUL", „CORY HENRY AND THE APOLSTLES", „MR ROBOTS". ფესტივალს გახსნის „CORY HENRY AND THE APOSTLES"-ის კონცერტი.


ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, დილით, 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო კონცერტი 28 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner