ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია მერსი სულხანიშვილის შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„ჟურნალისტი" მერსი... ვაი მე... კაი რა ... სირცხვილია მართლააა! ეგ კატეგორია არ მემეტება ჩემი საყვარელი პროფესიისთვის!", - წერს ქაჯაია.
ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ მსჯელობა ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილსა და დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს შორის კამათში გადაიზარდა. გადაცემა "პრიორიტეტის" სტუმრები, საინიციტივო ჯგუფის იმ ინიციატივაზე მსჯელობდნენ, რომელიც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ოჯახს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას განსაზღვრავს. დეპუტატის განცხადებით, ის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ერევა, თუმცა ფიქრობს , რომ მათი ქორწინება მიუღებელია.
ჟურნალისტმა დეპუტატს მიმართა და განაცხადა, რომ ომარ ნიშნიანიძეს არ აქვს უფლება მიუთითოს საზოგადოებას რა არის სწორი და რა არასწორი. მერსი სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი საარჩევნოდ პოლიტიკური ქულების მიღების მიზნით დაიწყო.