logo_geo
eng_logo
„ფილმის ბოლოს ჩაფიქრდა და ოცნება დაიწყო ნასტასიებით სავსე ჰარემზე“...
- +

30 მარტი. 2016. 13:52



ვლადიმერ მოტილის ფილმ „ უდაბნოს თეთრი მზე"-სთან დაკავშირებით ლელა ანჯაფარიძე Facebook-ზე  სტატუსს აქვეყნებს:



როგორც ჩანს, მარტი არა მხოლოდ მაგიური და იდუმალი კატების, არამედ კინემატოგრაფიის საყვარელი თვეც ყოფილა... 
არაფრით არ მეგონა, რომ გუშინდელიოსკარიანი ტრიუმფის" შემდეგ, მეორე დღესვე გადასაღებ მოედანზე გასვლით დაგღლიდით, თან ქვიშიან უდაბნოში, 9 გრამიანი ტყვიების ზუზუნ ქვეშ და თანაც ცენტრალური აზიის ქალების უფლებების დაცვით შეგაწუხებდით, მაგრამ...


ზუსტად ამ დღეს, 46 წლის წინ, 1970 წლის 30 მარტს, ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ვლადიმერ მოტილის ფილმიუდაბნოს თეთრი მზე"...

 


არა, მას არ მიუღია არანაირიოსკარი", არცგლობუსი"... ეკრანებზე გამოსვლის წელს, ის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს და ისიც ვერ მიიღო, რადგანაცაჯობა" კინემტოგრაფიის მეტრის, . გერასიმოვის ფილმმატბასთან"...
და მხოლოდ 28 წლის შემდეგ, 1998 წელს, ფილმს ეღირსა ამჯერად უკვე რფ სახელმწიფო პრემია, მაგრამ... 

 


ფილმმა სრულიად დამსახურებულად მიიღო ალბათ, მთავარი ჯილდო, ის უყვარს ყველას, თავისი მორით, სითბოთი, ადამიანობით და საოცარი სიმღერით: „«Ваше благородие, госпожа удача", რომლის მუსიკის ავტორია ისააკ შვარცი, ხოლო ტექსტის - ჩვენი ბულატ ოკუჯავა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სიმღერას ასრულებს ერთერთი მთავარი როლის, მებაჟე ვერეშჩაგინის შემსრულებელი, რომლისთვისაც პერსონალურად დაიწერა ეს სიმღერა, საოცარი ხიბლის ადამიანი პაველ ლუსპეკაევი, რომელიც ასევე ჩვენია, რადგანაც წლების განმავლობაშო თამაშობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობ აკადემიური თეატრის სცენაზე. და მთელი ცხოვრება იძახდა რომ საქართველოს გარეთ შეცდომით დაიბადა.

 


სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ფილმი გახდა... ის, 43 წლის ასაკში, ფილმის პრემიერის შემდეგ 2 კვირაში გარდაიცვალა. ბევრმა, შეიძლება არც იცის, რომ ამ როლში ის გმირობას ჩადიოდა, რადგან  ორივე ტერფი ჰქონდა ამპუტირებული და ფილმში, პროტეზებით ასრულებდა ყველა ტრიუკს, იტანდა საშინელ ტკივილს, რადგანაც კატეგორიული უარი განაცხადა ნარკოტიკების მიღებაზე, და მიუხედავად ამისა, ისეთი ხასიათის კაცი იყო, ყველას ისე უყვარდა, რომ რეჟისორმა შეცვალა სცენარი და ფილმში მის გმირს საშას მაგივრად, მისივე სახელი პაველ დაარქვა, რადგანაც მთელ გადამღებ ჯგუფს მაინც ეშლებოდა ... ამბობენ, ფილმში მონაწილე ფარშევანგები ისე შეეჩვიენ, რომ ძაღლებივით უკან დასდევდნენ და რამდენჯერმე უდროო დროს კადრშიც მოხვედრილან... 

 


დარწმუნებული ვარ, ალბათ, გახსოვთ სცენა, სადაც ვერეშჩაგინი ცრემლიანი თვალებით და დიდი კოვზით მიირთმევს შავ ხიზილალას, რომელიც ფილმის გმირს მობეზრებული აქვს, თურმე ის ხიზილალა ძლივს იშოვეს 2 კგ გადაღებისთვის დაპრობის" დროს, ლუსპეკაევს ნახევარი შემოეჭამა, ამიტომაც გადაღებებზე ხიზილალას ქვეშ ამოუდეს ბრინჯი, ბევრი რომ გამოჩენილიყო))) ხოლო რეისორმა გააფრთხილა, რომ ეს დუბლი უკანასკნელია, რადგან ხიზილალის ფული "ბიუჯეტში აღარ ყო"...



ფილმში საშინელი ბანდიტის, ჰარემის მეპატრონეშავ აბდულას" ასრულებს უწყინარი, მშვიდობიანი და საოცარი კახი კავსაძე. მთელი ფილმის განმავლობაში რას არ ჩადის, რომ ვერ აიტანო, მაგრამ მაინც გეცოდება როცა კლავენ... სხვათაშორის, სცენარის მიხედვით, აბდულა გარბის და მას წყალში ეწევა ტყვია, მაგრამ რეჟისორმა თქვა : „ისეთი აბდულა კახი რომ არის, ასე ვერ მოკვდებოდაო" და ვაჟკაცურ ბრძოლაშიმოკლა", კიბეზე.



საბჭოთა ბავშვების უსაყვარლესკარლსონს", სპარტაკ მიშულინს, რომელიცუდაბნოს ზოროს", საიდის როლს ასრულებს, ყველაზე  მეტად ეშინოდა სცენის, სადაც მას კისრამდე თხრიან მიწაში და ბოლოს გადაწყდა, რომ  ჩასვადნენ ყუთში და ისე დააყრიდნენ მიწას (რომ არ გაიჭყლიტოს)... სპარტაკი კი დაწყნარდა, მაგრამ სცენის გადაღებას  რამდენიმე დუბლი დასჭირდა. ამიტომაც, შესვენებისას, სპატაკს ქოლგას აფარებდნენ და სიგარეტს აწევინებდნენ...ერთხელ, სიცხისგან დაღლილებს საერთოდ სილაში დარჩენიათ...ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ გადაღებების შემდეგ, ტაჯიკეთიდან მოსკოვში დაბრუნებისას, აღმოჩნდა რომ გაფუჭებულია ფირის სწორედ ის ნაწილი, სადაც საიდი ქვიშაშია... რა უნდა ექნათ, დაბრუნდნენ და თავიდან გადაიღეს სცენა. ბატონი სპარტაკი, კი რომელსაც მქონდა ბედნიერება და პირადად ვიცნობდი, სულ ყვებოდა, რომ ამ ფილმის გადაღების დროს გინება ისწავლა...



ცალკე თემაა აბდულას ჰარემი, რომლის მონაწილე 11 ქალიდან უმეტესობა არაპროფესიონალი მსახიობები იყვნენ, გიულჩიტაის როლს კი ასრულებდა 16 წლის ტანიჩკა ფედოტოვა, რომელიც ფილმში შემთხვევით მოხვდა, რადგანაც გააცდინა სკოლა და რეჟისორს შეეფეთა ქუჩაში, ყვებიან, რომ გადაღებების დროს, ისეთი სიცხე იყო, რომ ჰარემის საწყალი ქალები ვეღარ ძლებდნენ და მათ როლს ჩადრების ქვეშ ასრულებდნენ გადამღები ჯგუფის მამაკაცები. ერთხელ თავად რეჟისორმაც კი ითამაშა აბდულას ერთერთი ცოლის როლი, მას წინ უძღვოდა გულჩიტაი , მოტილმა გადაწყვიტა ეხუმრა და მიაძახა ფილმის ცნობილი ფრაზა:"გიულჩიტაი, მაჩვენე სახე!". ამ დროს საეჭვოდ ბოხი ხმა პასუხობსგაჩვენებდი, მაგრამ არა მგონია მოგეწონოსო"...აღმოჩნდა, რომ დაღლილი გულჩიტაის მაგივრად ოპერატორი გამოსულა გადაღებაზე.

 



ფილმის მთავარი გმირის, წითელგვარდიელი ფიოდორ სუხოვის როლს ასრულებდა მსახიობი ანატოლი კუზნეცოვი. მასზე ყვებიან, რომ ცხოვრებაში ძალიან სერიოზული და ზედმეტად მორიდებული კაცი ყოფილა. სავარაუდოდ, მაგიტომაც ვერ შეაცდინეს აბდულას ცოლებმა და მთელი ფილმის განმავლობაში თავის მეუღლე, ნაწნავიან ნასტასიას იხსებენდა...თუმცა, ფილმის ბოლოს ჩაფიქრდა და ოცნება დაიწყო ნასტასიებით სავსე ჰარემზე...


აღსანიშნავია, რომ ფილმის ავტორებმა მხოლოდ ახლა გაამხილეს, რომ ბანდიტების როლის შემსრულებლებში ერთერთ როლს ნატურალური ბანდიტი ასრულებდა. თურმე, ტაჯიკეთში ჩამოსვლისთანავე, გადამღემი ჯგუფი გაქურდეს, თანაც დეკორაციები და კოსტუმებიც მოიპარეს და რეჟისორს შეახვედრეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, იქაური ავტორიტეტები...რომლებმაც მოპარულიუკან ჩააბარეს" , რეჟისორმა კი, მადლიერების ნიშნად, ერთერთისპროტეჟე" ფილმში გადაიღო...


ახლა ამას რომ ვყვები, იმხელა იუმორი, სითბო და ხალისი ვიგრძენი, რომ...
აბა ასეთი ფილმი როგორ შეიძლებოდა ცუდი გამოსულიყო ან მაგალითად, საშუალო, რაც კიდევ უარესია_...


გილოცავთ დღევანდელ თეთრმზიან დღეს და მინდა დავასრულო ბულატის სიტყვებით ფილმიდან: 

 

 


Ваше благородие, госпожа удача,
Для кого ты добрая, а кому иначе.
Девять граммов в сердце постой, не зови...
Не везёт мне в смерти, повезет в любви!

 


გისურვებთ, რომ ქალბატონი იღბალი სულ თქვენს მხარეზე ყოფილიყოს და სიყვარულის საკითხში კი, 
მთლად გვერდით, ანუ, უშუალო სიახლოვეში"...

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner