logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: „რუსთავი 2“ არის „ნაცმოძრაობის“ „პიარშიკებით“ დაკომპლექტებული არხი
- +

14 მარტი. 2017. 20:29


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაბუნიას დღევანდელი გადაცემის პრომო ვნახე... ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ „რუსთავი 2"-ის მიზანი არის ხალხის გაღიზიანება. ჩვენი საყვარელი აჭარელი ხალხის გაღიზიანება თავიაანთი („რუსთავი 2"-ის) საზიზღარი რეპლიკებით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად იცის, ეს ტელევიზია არის ნაცმოძრაობის ,,პიარშიკებით'' დაკომპლექტებული არხი და არ დაუშვებს არცერთი კუთხის შვილი, რომ წამოეგოს მათ პროვოკაციას. მათი მიზანი ნათლად სჩანს, სურთ მოახდინონ ქვეყანაში არეულობა. თუმცა მაგას ვერ ეღირსებით!", - წერს მენაბდიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner