მთავარმა პროკურატურამ 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული დანაშაული გახსნა. თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი დავით ოთხმეზური მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაკავებული.