logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: თურქმა რესტავრატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ტაძარი არაპროფესიონალურად გადაეხურათ
- +

14 მარტი. 2017. 21:02


 

იშხნის ტაძრის რესტავრაციის შესახებ ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს. ჩანადირმა ძეგლის ფოტოები   გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ის ამბობს, რომ რესტავრაცია არასწორად მიმდინარეობს და კულტურული ძეგლის იერსახე იცვლება და ზიანდება.

 

„ვნახე იშხანი, ჩვენი დიდი ტაძარი ტაოში.

რესტავრაცია 2014 წელს დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. გადაუხურავად ყოფნას ასე სჯობდა, მაგრამ თუ აკეთებ, სწორად მაინც უნდა გააკეთო.  ჯერ წარწერებს დააკვირდით.

ქართულად როგორ არის თარგმნილი - პირდაპირ ინტერნეტიდან.  ეკითხათ მაინც.

მერე გალავანზე გადადით, მერე სამხრეთით მიბჯენილ ტაძარზე, მერე შიდა კედლებზე, ჭერს შეხედეთ, გურგენისეული ტაძარი ნახეთ შიგნიდან.

თურქმა რესტავრატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ტაძარი უგემოვნოდ და არაპროფესიონალურად გადაეხურათ, ქართველი სპეციალისტები არ დაეშვათ თუნდაც კონსულტაციებისთვის და ყველაფერი გააკეთეს, რომ თურქული სარესტავრაციო სკოლა დაეკნინებინათ.

იქნებ ქართველმა კოლეგებმა უფრო მეტად იაქტიურონ და სხვა ძეგლების აღდგენაში მაინც ჩაერთონ და ამაში ეს ცუდი მაგალითი დაეხმაროთ.

კარგი ის არის, რომ აღმოჩენილია წარწერიანი საფლავი, იატაკის მოზაიკის ნაშთი და ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი მიწისგან გაიწმინდა. თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლის აღდგენა არაკომპეტენტურობამ და არაკოლეგიალურობამ გადაფარა", - წერს ჩანადირი.

 

Description: Image may contain: sky, mountain and outdoor

 

 

Description: No automatic alt text available.

 

 

Description: Image may contain: sky and outdoor

 

 

Description: No automatic alt text available.

 

 

Description: Image may contain: indoor

 

 

Description: No automatic alt text available.

 

 

Description: No automatic alt text available.

 

 

Description: Image may contain: indoor

 

 

Description: No automatic alt text available.

 

 

Description: Image may contain: outdoor

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner