logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: 2016 წელს „თავისუფალი ზონიდან“ გამოსული ახალგაზრდები ჰყვებოდნენ ამ სცენარს
- +

14 მარტი. 2017. 21:18



„ერთია ვის, როგორ უნდა რომ წამოაჩინოს და მეორეა რეალურად რა მოხდა", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გადაცემა „რეაქციაში" ბათუმის მოვლენებს ეხმაურება. როგორც ქანთარია აღნიშნავს, ბათუმში აქცია დიდიხნის წინ იყო დაგეგმილი და ის პირები ვინც მონაწილებდნენ ელოდნენ „სცენაზე გამოჩენას".


„ფაქტი ერთია, რომ აქართული საპროტესტო აქციების ისტორია არ ახსოვს მსგავსი ბარბაროსობა, კრიმაინალი. ხელისუფლებამ გაიარა დანის პირზე. თქვენ გახსოვთ 2016 წელს „თავისუფალი ზონიდან" გამოსული ახალგაზრდები, რომლებიც ზუსტად ჰყვებოდნენ ამ სცენარს, რა იგეგმებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" სოლიდარობა გამოუცხადა და ელოდებოდა იქნებ მოვლენები ის განვითარებულიყო, რომ ყველაფერი სხვა ასპექტში გადასულიყო. ეს ადამიანები, რომლებიც აქციაზე მოგროვდნენ აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ მომზადებულები და დიდიხანია ელოდებოდნენ სცენაზე გამოსვლას. მოწყურებულები იყვნენ ამ აგრესიას", - განაცხადა ქანთარიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner