logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს
- +

14 მარტი. 2017. 21:30


 

ფრანსუა ფიიონის ადვოკატის ანტონენა ლევის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს სახელმწიფო სახსრების მითვისების საქმის გამოძების ფარგლებში, თავისი მეუღლის ფიქტიური დასაქმების საკითხზე ოფიციალური ბრალდება წაუყენეს. თავის მხრივ საფრანგეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ბრალდების წაყენების ფაქტი დაადასტურეს.

 

„ბრალდება დღეს დილით წარედგინა. მოსმენა გადაიდო, რათა მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო", - აღნიშნა ადვოკატმა.


სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ფრანგულმა გამოცემამ Le Canard Enchaine ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა ფიიონი წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ფრანსუა ფიიონის, იმ დროს სენატორის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში. ამაში ის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner