logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

14 მარტი. 2017. 22:28



დიდუბის რაიონში,  წერეთლის გამზირი N 55-ის II კორპუსთან,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"    წყალსადენის ქსელი  დაზიანდა.


ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი  სამუშაოები მიმდინარეობს.


აღნიშნულთან დაკავშირებით  ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 14 მარტის  22:00 საათიდან,  15 მარტის  დილის 09:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეეზღუდება:


დიდუბის რაიონში:

 

წერეთლის გამზირის N 55, ბათუმის . N 5, თევდორე მღვდლის ქუჩის  ნაწილს, ევდოშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner