საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,
19 აპრილი - 28 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.