logo_geo
eng_logo
მერაბ ჭიქაშვილი: მუხრან ერთხელ მაინც ახსენე, რომ „იბერია" დაარბიეს, კაცი არა ხარ?!
- +

15 მარტი. 2017. 02:48



„მუხრან ერთხელ მაინც ახსენე, რომ „იბერია" დაარბიეს, კაცი არა ხარ?! იცი ამ ტელევიზიას რა უქნეს? იცი აქ თანამშრომლები რის ფასად არიან? არა, მაშინ სად იყავი? თქვი, ილაპარაკე სიმართლე", - ასე მიმართა მერაბ ჭიქაშვილმა პარტია „ლიბერალ დემოკრატების" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მუხრან ბურჭულაძეს გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში.


ჭიქაშვილსა და ბურჭულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მუხრან ბურჭულაძის საუბარმა გამოიწვია, რომელიც საზოგადოებას სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა.

 

„თქვი „იბერიაში" რა მოხდა, იცი რა მოხდა?  იცი აქ რა ხდებოდა? „კალაშნიკოვები" ესროლეს ხალხს. მუხრან, სხვა რამე გკითხსა ჟურნალისტმა და თუ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობ, „იბერიაში" ხარ და თქვი, კაცი ხომ ხარ, თქვი სიმართლე, თორემ ვინ გიჭერს?  წადი დაიცავი, მეც შემოგიერთდები, მეც ვამბობ მაგრამ, აქ სხვა რაღაცაა. „იბერიას", „იმედს", „ობიექტივს" გახსოვს რა უქნეს? 177 ბიჭი მოკლეს, რატომ არ თქვი ერთხელ მაინც, სირცხვილია რა", - ამბობს ჭიქაშვილი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner