logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ერთადერთი „ნაციონალებს“ არ მოეწონათ პოლიციის მოქმედება - იმიტომ, რომ იქ არავინ მოკვდა!
- +

15 მარტი. 2017. 03:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მათიკაშვილმა  აღნიშნა, პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუსტი მოქმედებისთვის ყველა მადლობას უხდიდა.

 

„უკვირთ, გასაკვირია, აქციის ასეთი დაშლა არ უნახავს არავის. გასაკვირია იმიტომ, რომ სიცოცხლე არ დაღუპულა. პოლიციამ იმოქმედა ზუსტად ისე, როგორც უნდა ემოქმედა. ამაშია საქმე. თუ ვინმეს ამ ქვეყანაზე სურდა და აწყობდა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი ბუნდოვანი მიზნები განეხორციელებინა, ერთადერთი ძალა, ვისაც ასევე არ მოსწონს პოლიცია და მისი მოქმედება, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". პრეზიდენტიდან დაწყებული, არასამთავრობოებით დამთავრებული, ჩვენი სამეგობრო პარტნიორების, მადლობას უხდის პოლიციას, შსს-ს, რომ ასე პროფესიონალურად ჩაატარა. ერთადერთი ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც არ მოსწონს პოლიციის მოქმედება იცით რატომ? იმიტომ, რომ იქ არავინ მოკვდა იმიტომ, რომ „ორი გვამის" პოლიტიკა დასრულდა საქართველოში. სხვა მიდგომებია მომიტინგის მიმართაც და პოლიციის მიმართაც",- განაცხადა მათიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner