logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

15 მარტი. 2017. 10:58


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე .ნინოწმინდაში არმენ მარკარიანს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა არშალუის სანოსიანთან, რა დროსაც არმენ მარკარიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით არშალუის სანოსიანს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად არშალუის სანოსიანი შემთხვევის ადგილზე  გარდაიცვალა

 

სამართალდამცველებმა არმენ მარკარიანი 2016 წლის 6 ივლისს .ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108- მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა

 

ახალციხის  რაიონულმა სასამართლომ არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომადწლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner