logo_geo
eng_logo
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯარიმებზე: საპატრულო პოლიცია მოქმედებს ზედმიწევნით კანონის ფარგლებში
- +

15 მარტი. 2017. 12:51



„საპატრულო პოლიცია მოქმედებს ზედმიწევნით კანონის ფარგლებში", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ კომენტარში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ, ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.


კითხვაზე, რამდენად არის საფუძვლიანი აჭარის რეგიონის მოსახლეობის ბრალდება იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილობრივთა დაჯარიმების ფაქტები გახშირდა და მოხდება თუ არა შესწავლა იმის, რამდენად აქვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, კახა ბუხრაძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით".


საპატრულო პოლიცია მოქმედებს ზედმიწევნით კანონის ფარგლებში. აუცილებელია, ყველა მოქალაქემ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და დაემორჩილოს კანონს. არავინ დგას კანონზე მაღლა და კანონის წინაშე ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით. სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ იმისთვის, რომ დავიცვათ წესრიგი, თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც ასეა გახშირებული და რომლის მიზეზი სწორედ საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფაა. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ კანონი და უზრუნველვყოთ მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოება. ეს შემიძლია გიპასუხოთ", - განაცხადა კახა ბუხრაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner