არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
მერაბ ღოღობერიძე საგამოძიებო ორგანოში უკვე იმყოფება და გამოძიების შეკითხვებს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე 11 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქციის ორგანიზატორად დასახელდა. მერაბ ღოღობერიძე ბათუმელებს სოციალური ქსელით მოუწოდებდა, გაეპროტესტებინათ საპატრულო პოლიციის ქმედებები.