logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს
- +

30 მარტი. 2016. 14:36



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

პარლამენტის სპიკერის თქმით, შეხვედრაზე ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა პაველ სვობოდადა ჰაიდი ჰაუტალა დააფიქსირეს რომ ცოტა ხნის წინ ცალკეული ევროპული პარტიების წარმომადგენლების გაჟღერებული განცხადებები, არის მათი პერსონალური მოსაზრებები, რომელსაც ევროპარლამენტის განწყობებთან არანაირი საერთო არ აქვს".




მათი ინტერესის საგანია, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი. ყველა იმ საკითხით, რომელიც მათ აინტერესებდათ, უაღრესად კმაყოფილი არიან. მათ განაცხადეს, რომ მათი მხრიდან პერსონალურადაც, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტიდანაც საქართველოს აქვს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. მათ ჩემთან საუბარში გაიმეორეს ის, რომ ცოტა ხნის წინ ცალკეული ევროპული პარტიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები არის მათი პერსონალური მოსაზრებები, რომელსაც ევროპარლამენტის განწყობებთან არანაირი საერთო არ აქვს. რაც შეეხება პროცესს, ის გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარანტირებულად თარიღებით, როდის რა მოხდება, ეს არც ევროპაში იციან, ისევე როგორც ჩვენს პარლამენტში. პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას - იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ ევროპულ ასპარეზზე, საშუალება არ ექნება მთლიანად ევროპული სისტემის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევჯერდით. მომავალი არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა როგორც რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს კონკრეტული ვალდებლებები ჰქონდა აღებული და აბსოლუტურად ყველა ვალდებულება შესრულებულია ბოლომდე და ძალიან მაღალ დონეზე.


"არანაირი დამატებითი ვალდებულება - არჩევნებთან დაკავშირებული თუ სხვა საქმესთან, მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებისას, იცით რომ იყო საკითხები იმის თაობაზე, უკრაინის და საქართველოს საკითხი ერთად გაეტანათ თუ ცალ-ცალკე. ამას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ბუნებრივია, როცა რამდენიმე ქვეყნის თემაა, იქ ნიუანსებში განსხვავება არის. შეიძლება გადაეწყვიტათ, რომ ეს საკითხები ერთად გაეტანათ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, კომისიის დონეზე გადაწყდა, რომ საქართველოს თემაზე გადაწყვეტილება ცალკე იქნება მიღებული, უკრაინაში - მოგვიანებით. ევროპარლამენტში უკვე რაიმე მსგავსი მოსაზრებით, რაიმე ტიპის სიახლე იქნება თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაიმე ახალი პირობა - აი, ამას თუ გააკეთებთ, მაშინ ვიმსჯელებთ, არ არსებობს. შესაძლოა, მათ საკუთარი გადმოსახედიდან, საკუთარი დღის წესრიგიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, რაიმე ოდნავ სხვა პროცესი დაინახონ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არჩევნების დასახვა, როგორც "აი, ვნახოთ როგორ არჩევნებს ჩაატარებთ და მერე მოვუბრუნდებით", ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება თავად ევროკავშირის მხრიდად დადებული პირობის დარღვევა, რადგან ამ პროცესს ასეთი წინაპირობა არ ახლდა", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner