logo_geo
eng_logo
პაველ სვობოდა: მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას
- +

30 მარტი. 2016. 14:37


 

საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა პაველ  სვობოდაგანაცხადა, რომ ის 

მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.



მე არ ვიცი, იყო თუ არა ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა მწვანეთა პარტიაში", რომელსაც მე ვეკუთვნი. თუმცა, თუ პირადად ჩემს პოზიციაზე ვისაუბრებ, ვიტყვი რომ, მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.



ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის საჭირო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ტექნიკური ნაწილი დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, საბჭოში მიმდინარეობს, რომელსაც წევრი ქვეყნები წარმოადგენენ. მეორე მხრივ კი, ევროპარლამენტში. ახლა, პირველ რიგში, ეს საკითხი სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტის ხელშია. ამ კომიტეტმა ანგარიში უნდა წარმოადგინოს და პლენარულ სესიაზე უნდა მოხდეს მისი კენჭისყრა", - განაცხადა სვობოდამ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner