logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ბათუმში ახალგახსნილ სარაგბო ბაზას დაათვალიერებს
- +

15 მარტი. 2017. 17:52



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 18:30 საათზე, ბათუმში ახალგახსნილ, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზას დაათვალიერებს, რომელიც ფონდმა „ქართუმ" ააშენა და ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიას გადასცა.


თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი - 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი; მესამე ქვიშის მოედანი კი გათვლილია ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც თამაშებისა და წვრთნების ღამის საათებში ჩტარების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.


სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7   355 157 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 596 000 ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე 11 პროექტი განახორციელა და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები ჯამში 21 მოედანს მოიცავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner