გთავაზობთ ჟურნალისტ ნინო ხაჩიძის Facebook სტატუსს:
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც, პრეზიდენტობის აისზე "დემოკრატიის შუქურაც" კი ეწოდა, თუმცა დაისი დაიჩრდილა 300 000 პრობაციონერით, 30 000 პატიმრითა და გლდანის ციხის მსოფლიოს უსაშინლეს ციხეთა ათეულში მოხვედრით (სხვა "ჩრდილებზე" არ შევჩერდები), უკრაინის ტელევიზიით მოყვა ამბავი, თუ როგორ წაართვა სასამრთლოსა და სხვა ამგვარი სამართლებრივი ინსტიტუტების ჩარევის გარეშე (უბრალოდ დავიჭირეთო) ყოფილ ჩინოვნიკს მილიონები (ვუთხარით, გაშვების სანაცვლოდ ამდენი და ამდენი მილიონი უნდა მოიტანოო) და დააგო გზა (ასეთები ჩვენ ისედაც ვიცოდით, ახლა უბრალოდ უფრო ფართო აუდოტორიას უამბო).
ქართულ არასამთავრობო სექტორს წკრუნი არ გაუღია, სამაგიეროდ, ერთი არასერიოზული დეპუტატის გაანგლებას ჟურნალისტის მისამართით (რომელმაც, ჩემი აზრით, ასევე, არასერიოზულად თქვა კონტექსტში) მოჰყვა განგაში - შეფარული შანტაჟიო grin ემოცია. რა სამწუხაროა, რომ არაადეკვატურობა არ არის შეტანილი დაავადებათა ნუსხაში - განკურნების იმედი მაინც ჩაგვესახებოდა", - წერს ხაჩიძე.