logo_geo
eng_logo
აშშ-მ რუსეთის ოთხ მოქალაქეს Yahoo-ზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო ბრალი წაუყენა
- +

15 მარტი. 2017. 21:20



აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორ ოფიცერს Yahoo-ზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო ბრალი წაუყენა.


საუბარია Yahoo-ს 500 მილიონი ანგარიშის გატეხვაზე. გამოძიების დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცრებმა კიბერშეტევის განსახორციელებლად ორი ჰაკერი დაიქირავეს, ალექსეი ბელანი და ყაზახელი წარმოშობის კანადის მოქალაქე კირმა ბარატოვი. ბარატოვი დაკავებული იყო კანადაში ჰაკერული შეტევების ბრალდებით.


გასული წლის სექტემბერს Yahoo-მ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2014 წელს ჰაკერებმა მოახდინეს მათ ქსელში შეღწევა და 500 მილიონი მომხმარებლის მონაცემების მოპარვა. კომპანიის დასკვნით, აღნიშნული კიბერშეტევის უკან „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირები" იდგნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner