„ეს ჯიპები სასულიერო პირებს თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმმა აჩუქა სწორედ იმ მიზნით, რომ მერე წამოეძახებინა და ის კამპანია ატეხილიყო, რაც დღეს მიმდინარეობს" , - ამის შესახებ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ ჟურნალ „სარკესთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„სასულიერო პირებს ამ მანქანებში ფული არ გადაუხდიათ. იცით, სააკაშვილმა ეს ჯიპები როგორ აჩუქა? გაყიდვის ნებართვის გარეშე. მერე გამოჩნდა, რომ ეს მისი ხაფანგი იყო", - აღნიშნავს გიორგი ანდრიაძე.