logo_geo
eng_logo
„რუსი „დათვები“ ქართველმა „ლომებმა“ კვლავ დაგლიჯეს...“ - რას წერს უცხოური პრესა ქართულ რაგბზე?!
- +

15 მარტი. 2017. 23:33


 

„ცხოვრებაში ბევრი მატჩი მინახავს, თუმცა ის ემოცია, რაც საქართელოს და ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ აქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამ სიტყვებით ბრიტანული პრესა საქართველოს და რუსეთის ნაკრებების შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა 28-14 მოიგეს.


„მე ვწერდი, რომ რუსს „დათვებთან" მარტო შერკინებით თამაშს ვერ მოიგებდი და როგორც ჩანს, მწვრთნელმა მომისმინა. უფრო მეტი პასი, სისხარტე და თამაში უმეტესად უკანა ხაზზე იყო გადატანილი. დებიუტანტები, კვლავ დებიუტანტები", - დაწერა Reuter-მა.


„უყურეთ ქართველებს, ამ ჟინიან და გამორჩეულ ბიჭებს და მალე ესენი ცხვირში ამოგვადენენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დედას გვიტირებენ, ჩვენი უპასუხისმგებლო პასუხებისთვის და იმ საქციელებისთვის, როდესაც საქართველოს "ექვს ერში" მონაწილეობაზე ყოველთვის უარს ვეუბნებით. შეუძლებელია ასე ხშირად გაგრძელდეს", - წერს WalesBigRugby.  სწორედ უელსის ნაკრებთან გვიწევს წლის ბოლოს მატჩი, რომელიც „ექვსი ერის" წევრი ქვეყანაა.

 

„მამუკა გორგოძის გაბრაზებას მოედანზე არავის ვურჩევ, თუ მანდამაინც, მე-3 ტაიმის (სუფრაზე ყოფნის დროს - რედ) დროს, რამდენიმე ქართული ღვინის შემდეგ შეიძლება", - კვლავ ხუმრობით ეხმიანება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily ბორჯღალოსნების შეხვედრას.


„საქართველოში წლების განმავლობაში პირველი სპორტი ფეხბურთი იყო, თუმცა ახლა ყველაფერი იცვლება. ქართული რაგბი კიდევ უფრო ძლიერი და პოპულარული ხდება", - გვიღწერს BBC რაგბის პოპულარიზაციას.

 

„რუსი „დათვები" ქართველმა ლომებმა კვლავ დაგლიჯეს..."


შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხრიდან 2 ლელო გამორჩეულმა 9 ნომერმა, ვასილ ლობჟანიძემ დადო.  


წყარო: dainteresdit.ge

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner