„ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს.", - ამ სიტყვებით ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მოიხსენიებს და მას კორუფციაში გახვეულ ადამიანად მიიჩნევს. როგორც ყანდიაშვილი აცხადებს, ნანუაშვილი „ხალხის ფულით ხელს ითბობს და ნაშებისთვის 100 000 ლარიან ჯიპებს ყიდულობს".
„ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის ერთი გატუტუცებული კაცი, რომელიც კორუფციაშია გარეული, ხალხის ფულით ხელს ითბობს და ნაშებისთვის 100-ათასიან ჯიპებს ყიდულობს. ნანუაშვილი კორუმპირებული ჩინოვნიკია, მეტიც, მიშას ომბუდსმენი გახლავთ! ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური და შემდეგ უკვე სხვა სტრუქტურებიც, რას აკეთებს ეს კაცი იქ. უჩა ნანუაშვილი ისეთივე კორუმპირებულია, როგორიც მთელი „ნაციონალური მოძრაობა", ვინც ტელევიზორში გამოდის. მათ ყველას ჩადენილი დანაშაულები კრავთ ერთ მუშტად", - განაცხადა ყანდიაშვილმა.