logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ევროპა არის საქართველოს სახლი
- +

30 მარტი. 2016. 14:56



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 5-6 პროცენტით გაიზრდება. განცხადება ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.



ამერიკულ არხთან გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.



ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის: ინფრასტრუქტურა, მმართველობის სისტემა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ოთხივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. წელს ჩვენ მოველით 3-3.4 პროცენტიან ზრდას, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5.5-6 პროცენტს."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენულ არჩევანში ვერცერთი ქვეყანა ვერ ჩაერევა.



საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემებია, საქართველო ინვესტორებისთვის მაინც უსაფრთხო ადგილას წარმოადგენს და მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, როგორც რეგიონის ასევე მის მიღმა ქვეყნებთან ურთიერთობებში:



ჩვენ ვართ ევროპა, საქართველო არის ევროპა, ევროპა არის საქართველოს სახლი. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიების 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მზადყოფნა, მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით",- აღნიშნა პრემიერმა.



მისი თქმით, საქართველო ინვესტორებისთვის უსაფრთხო ადგილია.

 

 

ოკუპირებილ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. ეს არის უდიდესი მიღწევა. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ. რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება . ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპელი ინვესტორებისთვის , რადგან რეგიონში არის ქვეყანა, რომელიც მათ სთავაზობს ბაზას რეგიონისა და მის მიღმა მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა იყოს მზად ამისთვის. სწორედ ამიტომაც არის საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკია."- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner