ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავი 2" ისევ იტყუება და თან თაღლითობს. ამ არხმა დღესაც არ დაარღვია ტრადიცია და ისევ მიუძღვნა პასკვილი დენდროპარკის მშენებლობას.
ამჯერად თქვეს რომ ხეების გადატანა არქეოლოგიას უშლის ხეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი თავად იყო მისული ბობოყვათის ხის ლოკაციაზე და განაცხადა, რომ იმ ტერიტორიაზე არქეოლოგიური შრეები არაა. ეს „რუსთავი 2"-საც უთხრა, მაგრამ „რუსთავი 2"-მა მისი სახელისა და პოზიციის ნაცვლად დაწერა სულ სხვა გვარი და სხვა რეგალია. ეს უკვე ზღვარგადასული ბოღმის ქრონიკაა", - წერს უძილაური.