„რუსთავი 2" პროდიუსერმა როსტომ, იგივე წუკი წულუკიძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმს" ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი უდასტურებს. მანამდე კი გოგოტიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა, სადაც ტელეკომპანია „იმედს" ორი შენაძენი მიულოცა.
„tv იმედი" - ალალად გილოცავთ დაბადების დღეს! ორივე შენაძენსაც გილოცავთ, თუმცა გული ალალად მწყდება. ეს რაუნდი მოიგეთ", - წერდა გოგოტიშვილი.
„რუსთავი 2"-ის სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე ასევე ტელეკომპანია „იმედის" სპორტულ მიმართულებას უხელმძვანელებს.