logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებს” დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველაფერზე მიდიან!
- +

16 მარტი. 2017. 03:33


 

„ქვეყანაში არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ანუ „ნაციონალები", რომელიც რევანშს ცდილობს", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საუბრობს. კაკაბაძე ასევე ბათუმის მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აქციაზე დემონსტრანტთა მხრიდან მანქანების დაწვა, პოლიციისთვის ქვების სროლასა და მიმდებარე ტერიტორიის დარბევაში „ნაციონალური მოძრაობას" დიდი როლი აქვთ.

 

„ქვეყანაში არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ანუ „ნაციონალები", რომელიც რევანშს ცდილობს, იქნება ეს პატრიარქის მოწამვლა, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენები თუ ახლა პოლიციის დაჯარიმებაზე აქციების გამართვა, ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად. ამ ძალებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველაფერზე მიდიან. ბათუმის აქციაც სწორედ ძალების მოსინჯვა იყო, რა შეუძლია ხელისუფლებას და რა შეუძლიათ ამ რევანშისტულ ძალებს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა", - აცხადებს კაკაბაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner