logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობას პრობაციონერები დაიწყებენ
- +

16 მარტი. 2017. 03:34



ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრობაციონერები დაიწყებენ მუშაობას და საზოგადოებისთვის სავალდებულო შრომის საათებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს მოახმარენ. გვაქვს იდეა, რომ ეს პროექტი მუდმივმოქმედი გახდეს - მეხუთე კორპუსის განახლებულ კომპლექსში გაკეთდება კაბინეტი, სადა ჩვენს თანამშრომლებთან ერთად სულ (ღმერთმა ქნას, აღარ იყოს საჭიროება, მაგრამ კარგად იცით - ადამინების უდანაშუალო მომავალი უტოპიაა) იქნება ხუთი პრობაციონერი - ერთი მხრივ სავალდებულო შრომას ,,მოიხდიან'' და მეორე მხრივ - ახალ პროფესიას დაეფლებიან. დავარქმევთ ახალ კაბინეტს, პირობითად - თავისუფლების ოთახს",-წერს გიორგი კეკელიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner